ფეხბურთი

1:32 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბული მადრიდული დერბი: "ატლეტიკო" კორეამ გადაარჩინა

ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდული დერბი იყო, რომელშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

„ატლეტიკომ“ და „რეალმა“ გოლები გაცვალეს. „სამეფო კლუბი“ ედერ მილიტაოს გოლით 64-ე წუთზე დაწინაურდა. ცოტა ხანში მატჩი შეწყდა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ გაგრძელდა. მატჩის შეწყვეტის მიზეზი "ატლეტიკოს" ფანების მხრიდან მოედანზე სანთებელების სროლა იყო.

დიეგო სიმეონეს გუნდმა კი, ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანხელ კორეას გოლით გადაარჩინა - 1:1.

„რეალი“ 18 ქულით მეორე ადგილზეა, „ატლეტიკოს“ 16 ქულა აქვს და მესამეა. ლა ლიგას 21 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს.

0.115135