საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ზურიკო დავითაშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
„სენტ ეტიენი“ წინა ტურში 0:8 განადგურების შემდეგ ამჯერად „ნანტს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა - 2:2. არადა, „მწვანეები“ 58-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდნენ და თითქოს, ისევ უნდა წაეგოთ.
თუმცა, 58-ე წუთზე დავითაშვილის პასით იბრაჰიმ სისოკომ სხვაობა შეამცირა. 10 წუთის შემდეგ სისოკომ პენალტიც გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
„სენტ ეტიენს“ მიმდინარე სეზონში სამი გოლი აქვს გატანილი, საიდანაც ორში დავითაშვილის წვლილი დიდია - მის აქტივში ორი შედეგიანი პასია.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში ექვსი ტურის შემდეგ 4 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 ოქტომბერს, „ოსერს“ უმასპინძლებს.