ფეხბურთი

20:01 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ზედიზედ მეოთხე საგოლე პასი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მეექვსე ტურში „ოფი კრეტა“ შინ „პანეტოლიკოსთან“ 1:2 დამარცხდა, ლევან შენგელია კი, ისევ საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი შედეგიანი მოქმედებით თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამოირჩა, სადაც ბოლო ორი სეზონი თამაშობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპ ბაინოვიჩს დარტყმა იყო დიდებული და ამ გოლში საგოლე პასი სრულიად მეორეხარისხოვანია. მიუხედავად ამისა, ეს არ ცვლის სტატისტიკურად ფაქტს, რომ ასისტი ლევანს ჩაეწერა.

ქართველმა „ოფიში“ სულ მეოთხე მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედნიდან არ გასულა - 1 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ოფი“ ექვსი ტურის შემდეგ 8 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „პანსერაიკოსს“ ესტუმრება, სადაც ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115256