ფეხბურთი

19:48 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი მოედანზე ბევრ სივრცეს ფარავს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „ალმერიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის გმირი იყო, გოლით და საგოლე პასით გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

„ქოჩოს გამორჩეული მახასიათებლები აქვს, ის არის ფეხბურთელი, რომელიც დიდ მანძილს ფარავს. მეტოქე ხაზებს შორის მჭიდროდ თამაშობს, მაგრამ ქოჩორაშვილი შესანიშნავად გაუმკლავდა ამას. რაც უფრო მეტი სივრცე გაქვს, მით უფრო კარგია, ის ახლა ძალიან თავდაჯერებულ მომენტშია. გუნდში 6 მაღალი დონის ნახევარმცველი მყავს“, - აღნიშნა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი - მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ქოჩორაშვილი დიდებულად ირჯება. „ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115885