ფეხბურთი

19:18 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის 68 წუთი და "ლიონის" გამარჯვება "ტულუზთან"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში „ლიონმა“ „ტულუზი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 68 წუთი გაატარა.

საკმაოდ პაუზის შემდეგ ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თანაც თავის საყვარელ პოზიციაზე, ცენტრალურ თავდამსხმელად, მაგრამ გოლი ისევ ვერ გაიტანა. საამისოდ, მას რეალური მომენტი არც ჰქონია, ხოლო 68-ე წუთზე ალექსანდ ლაკაზეტმა შეცვალა.

ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში ისევ გოლის გარეშეა.

„ლიონი“ აგებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ავტოგოლით გაათანაბრა, ხოლო 94-ე წუთზე მალიკ ფოფანას გოლით გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პიერ საჟის გუნდმა ორი გოლი კი გაიტანა, მაგრამ კარში ერთხელ დაარტყა.

„ლიონს“ 7 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 3 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე „რეინჯერსთან“ და 6 ოქტომბერს, ლიგა 1-ში „ნანტთან“ ჩაატარებს.

0.114621