ფეხბურთი

18:43 | 29.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

მამუჩაშვილმა მოლდოვის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა (+VIDEO)

ტირასპოლის „შერიფმა“ მოლდოვის ჩემპიონატის მე-8 ტურში „დაჩია“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა.

ქართველმა პირველ ტაიმში ორი პენალტი გაიტანა, მეორე ნახევრის სტარტზე კი, ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და ბენეფისი მოიწყო. მას „შერიფში“ ჩატარებულ ხუთ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

„შერიფი“ 22 ქულით ლიდერობს მოლდოვის ჩემპიონატს და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „სპარტას“ შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:18 | 05.12.2015
chamilo (33560)

1 ავტოგოლიც გაატანინა მეტოქეს და 1 გოლი თვითონ გაიტანა,ბასტიშე ლეგენდიშე

0.157163