კალათბურთი

17:12 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესას ახალი სეზონი 10 ქულით დაიწყო

ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში „ტენერიფემ“, რომლის რიგებში გიორგი შერმადინი თამაშობს, „ბასკონია“ დაამარცხა.

კანარიელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 88:80 იმარჯვეს, საკვანძო კი, ბოლო მეოთხედი იყო, რომელიც „ტენერიფემ“ 27:16 მოიგო.

აღნიშნულ გამარჯვებაში გიორგი შერმადინმა წვლილი 19 წუთში მოპოვებული 10 ქულით, 4 მოხსნით და 1 დაფარებით შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 5 ოქტომბერს, „ბრეოგანს“ ესტუმრება.

0.124559