ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, მუირონ ლე კაპტიფის ჩელენჯერის ძირითად ბადესთან ერთ ნაბიჯშია.
კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ჰამიშ სტიუარტი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.
ნიკოლოზმა მეტოქის ძლევას ზუსტად ერთი საათი მოანდომა და მას ბრიტანელმა კონკურენცია მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.
ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 328-ე ადგილზეა, კვალიფიკაციის ფინალში კოტ დივუარელ ელიაკიმ კულიბალის 30 სექტემბერს დაუპირისპირდება.