კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
39 წლის პორტუგალიელის მიზანი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშია, ამიტომაც, ჯერ კარიერის დასრულებაზე არც ფიქრობს. ის კმაყოფილია საუდის არაბეთში და ცხადია, კლუბიც კმაყოფილია მისი თამაშით. რონალდუს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს და 77 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.