ფეხბურთი

12:32 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული | სახალისო საფეხბურთო ვარჯიშები ერგნეთში

28 სექტემბერს, ერგნეთის სტადიონზე „სახალისო საფეხბურთო სკოლების“ პროექტის ფარგლებში საფეხბურთო ვარჯიშები გაიმართა.

სახალისო ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღეს ერგნეთის, მეღვრეკისის, ტირძნისის, ბროწოლეთის, თერგვისის და დიცის სკოლის ბავშვებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ოლიმპიური ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩაგაშვილი და გენო პეტრიაშვილი და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე რევაზიშვილი.

ღონისძიება უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან.

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.

0.114766