ფეხბურთი

11:46 | 29.09.2024 | ნანახია 0 - ჯერ

"იუვენტუსის" რეკორდი სერია A-ში

ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ს მეექვსე ტურში სტუმრად "ჯენოა" 3:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გოლი არ გაუშვია.

როგორც Opta იტყობინება, სამქულიან ერაში, 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს საწყის ექვს ტურში რომელიმე გუნდმა გოლი ერთხელაც არ გაუშვა.

"ბებერი ქალბატონის" მშრალი სერია 540 წუთია გრძელდება. ტიაგო მოტას გუნდი იტალიის ჩემპიონატს 12 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064176
სარეკლამო ადგილი - 99
X x X