ფეხბურთი

23:07 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა" „ვულვერჰემპტონი" დაამარცხა და პრემიერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგა

დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-6 ტურის გვიანი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ვულვერჰემპტონი“ და „ლივერპული“ შეხვდნენ. თამაში მერსისაიდელებმა მოიგეს ანგარიშით 2:1.

45+2 წუთზე „ლივერპულის“ მცველმა იბრაჰიმა კონატემ დიოგო ჟოტას გადაცემით გახსნა ანგარიში. მასპინძელმა რაიან აიტ-ნურიმ 56-ე წუთზე გაათანაბრა. 61-ზე კი მოჰამედ სალაჰმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ „ლივერპულმა“ 15 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის ცხრილს სათავეში მოექცა. „ვულვერჰემპტონი“ ერთი ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-6 ტური. 28 სექტემბერი: ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი 1:1, არსენალი - ლესტერი 4:2, ბრენტფორდი- ვესტ ჰემი 1:1, ჩელსი - ბრაიტონი 4:2, ევერტონი - კრისტალ პალასი 2:1, ნოტინგემ ფორესტი - ფულემი 0:1, ვულვერჰემპტონი - ლივერპული 1:2

0.124732