ფეხბურთი

19:57 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სანდერლენდს“ მოუგო

ინგლისური ჩემპიონშიფის მე-7 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სანდერლენდს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთაგან გოლები ებოსელემ (28-ე წუთზე) და დელე-ბაშირუმ (84-ე წუთი) გაიტანეს, სტუმართაგან ისიდორმა 49-ზე.

ქართველი ნახევარმცველი აქტიური გახლდათ. ორჯერ სიტუაცია გაამწვავა. ერთხელ კარგ პოზიციაში კაემბეს მისცა პასი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უფრო კარგ ადგილზე მყოფ ებოსელეს ვეღარ გააყოლა ბურთი. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქართველის გადაცემა ბაიომ გააცუდა.

გიორგი 74-ე წუთზე შეცვალეს.

ახლა „უოტფორდს“ 13 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

0.111522