ფეხბურთი

18:06 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი როდრის ტრავმაზე საუბრობს: ამ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ფურია როხასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც ამის გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

„ჩემთვის როდრი ამ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. გარდა ამისა, როდრი შესანიშნავი კაპიტანია. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ მსგავს პოზიციაზე მეორე საუკეთესო მოთამაშე გვყავს - მარტინ სუბიმენდი“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს Mundo Deportivo.

როდრი ევროპის ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე სამი მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლებშიც შედეგიანი არ გამოდგა.

0.113593