ფეხბურთი

16:52 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვა: „იამალს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში“

ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ 17 წლის „ფურია როხასა“ და „ბარსელონას“ გარემარბის ლამინ იამალის შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„იამალის თამაშის სტილი დღეს არავის ჰგავს. ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ დიდი უპირატესობა აქვს დანარჩენებთან. იმედი ვიქონიოთ, ასე დარჩება, რადგან მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, ცნობილია, ასეთი დონის შენარჩუნება ძალიან რთულია, იამალს აქვს უზარმაზარი ნიჭი და გამორჩეული შესაძლებლობები“, - ციტირებს AS სილვას სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო რვა მატჩში, რომლებშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113422