მადრიდის „ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა, თუ როგორ ითამაშებს დედაქალაქის „რეალი" „ატლეტიკოსთან“ ხვალ, 29 სექტემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩში, ტრავმირებული თავდამსხმელის კილიან მბაპეს გარეშე.
„ვიცნობ მისტერ ანჩელოტის, ის შეეცდება ითამაშოს ისე, როგორც ბელინგემის მოსვლის შემდეგ პირველ თვეებში. ბელინგემი კი შემკვრელი რგოლის როლს მოირგებს და მარცხნივ გადავა. ველოდები მოდრიჩის გამოჩენას ან გადაწყვეტილებას, დავტოვოს უკან როდრიგო ან ვინისიუსი“, - ციტირებს Sport.es სიმეონეს სიტყვებს.
მადრიდული დერბი სტადიონ „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.