„მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ როგორ აპირებენ თამაშს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან", რომელიც კვირას, 29 სექტემბერს გაიმართება, ტრავმირებული თავდამსხმელის კილიან მბაპეს გარეშე.
„ბელინგემის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე. მბაპეს გარეშე ყველაფერი შეიცვლება ცოტათი, მაგრამ ბევრი არა. შარშან მის გარეშე ვითამაშეთ. ეს უსიამოვნოა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ გამოსავლის პოვნას“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Sport.es.
მატჩი „ატლეტიკო“ – „რეალი" სტადიონ „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.