ფეხბურთი

13:49 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალამ 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მისი არყოფნის შესახებ ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელის 2024 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არ შეყვანის შესახებ ისაუბრა.

„მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ ინდივიდუალურ ჯილდოს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ყველა ამბიციურ ფეხბურთელს სურს მიიღოს რაიმე სახის ინდივიდუალური ჯილდო. მით უმეტეს, „ოქროს ბურთი.“

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გასული სეზონი რთული იყო, ამიტომ ამ სეზონში უკეთ უნდა ვითამაშოთ. მთავარი აქცენტი ტიტულების მოგებაზეა გამახვილებული, დანარჩენი ყველაფერი კი, როცა დრო მოვა, იქნება“, - ციტირებს მუსიალას სიტყვებს. The Guardian.

გასულ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 12 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა

0.076142