ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციას სათავეში ლევან ნოზაძე ჩაუდგება.
არჩევნები ძიუდოს ფედერაციაში გაიმართა და პროცესში მონაცილეობა მოწვეული 57 დელეგატიდან, ადგილზე მყოფმა 45-მა ხმის მიცემის მქონე სუბიექტმა მიიღო.
ყველა მათგანმა ერთადერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კი თავის მხივ ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე - უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირინე გულიაშვილი დაიკავებს.
დღესვე აირჩიეს საპატიო პრეზიდენტიც, რომელიც სლავა შერაზადიშვილი იქნება. დამტკიცდა აღმასკომიც.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ოთხი ნაწილისგან შედგებოდა.
1.ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ათაბეგაშვილის მოხსენება-ანგარიში
2. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისარჩევნები
3. ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და აღმასკომის წევრების დამტკიცება
4. სხვადასხვა
შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 წელი ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი იყო.