ფეხბურთი

23:58 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი მატჩებისთვის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უახლოესი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ბენტო (ალ-ნასრი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი), ვანდერსონი (მონაკო), აბნერი (ლიონი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ედერ მილიტაო (რეალი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი)

ნახევარმცველი: ანდრე (ფლუმინენსე), ჟერსონი (ფლამენგო), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი)

თავდამსხმელები: როდრიგო (რეალი), ენდრიკი (რეალი), იგორ ჟეზუში (ბოტაფოგო), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), ლუის ენრიკე (ბოტაფოგო), რაფინია (ბარსელონა), სავინიო (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კონმებოლის შესარჩევში 8 ტურის შემდეგ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. დორივალ ჟუნიორის გუნდი 11 ოქტომბერს, სტუმრად ჩილეს შეხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს, პერუს უმასპინძლებს.

0.108172