ფეხბურთი

21:20 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 3:2: "დინამო თბილისის" გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

არადა, პირველი ტაიმის მერე ფოთელები იგებდნენ. გიორგი აბუაშვილმა და კირილ კლიმოვმა ტაიმის მიწურულს, სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და 0:2.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში თბილისელებმა მოახერხეს თამაშის შეტრიალება. 50-ე წუთზე აკაკი გიუნაშვილის ავტოგოლით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 88-ე წუთზე ოსკარ სანტისმა წონასწორობა აღადგინა. 94-ე წუთზე ვასილიოს გორდეზიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „დინამო თბილისმა“ 3:2 გაიმარჯვა.

„დინამოს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1 ოქტომბერს, „გაგრას“ ესტუმრება. „კოლხეთი“ 28 ქულით მეშვიდეა და შემდეგ თამაშს გორის „დილას“ დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 აბუაშვილი (41), 0:2 კლიმოვი (44), 1:2 გიუნაშვილი (50, ა.გ), 2:2 სანტისი (88), 3:2 გორდეზიანი (90)

0.123311