ფეხბურთი

20:52 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" მომღერლის გამოსვლა გააუქმა, როცა გაირკვა, რომ ის "რეალის" გულშემატკივარია

მადრიდის „ატლეტიკოს“ „რეალთან“ მატჩის შესვენებაზე ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებში მექსიკელ მომღერალს დანა პაოლას უნდა ემღერა.

თუმცა, „როხიბლანკომ“ მექსიკელს გამოსვლა გააუქმა, მას შემდეგ, რაც პაოლა ტელევიზიით გამოვიდა და საჯაროდ თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია, თანაც „სამეფო კლუბის“ ჰიმნი იმღერა.

ამის შემდეგ „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები აღშფოთდნენ, კლუბმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა და მექსიკელი მომღერლის გამოსვლა ღონისძიებიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ – „რეალის“ მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.105531