ტურინის „იუვენტუსმა“ ნიჭიერ ბელგიელ შემტევთან, სამუელ მბანგულასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმად, ის იტალიურ კლუბში 2028 წლამდე დარჩება.
მბანგულა აქამდე „იუვეს“ მეორე გუნდში თამაშობდა და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონის წინ დააწინაურეს.
მან თავი კარგად წარმოაჩინა და მიმდინარე სეზონში თავი უკვე ერთი გოლით, ორი საგოლე პასით და ერთი მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.