ევროპა ლიგაზე პირველი ტურის მატჩები გაიმართა, საიდანაც რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო იყო.
„რომამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. იტალიელები არტიომ დოვბიკის გოლით იგებდნენ, მაგრამ ბოლოს გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ. ამსტერდამის „აიაქსმა“ სტამბოლის „ბეშიქთაში“ 4:0 გაანადგურა.
მოიგო „ტოტენჰემმა“, რომელიც მატჩის დასაწყისშივე რადუ დრაგუშინის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც 3:0 გაიმარჯვა და 3 ქულა მოიპოვა.
სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ „სენ-ჟილი“ 2:1 დაამარცხა, „რეინჯერსმა“ გასვლაზე 2:0 აჯობა „მალმიოს“, „ბრაგამ“ 2:1 სძლია თელ ავივის „მაკაბის“. უხვგოლიანი გამოდგა „აინტრახტი“ – „პლზენის“ მატჩი, რომელიც 3:3 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ და რფს-ის შესახებ, სადაც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, უკვე დავწერეთ.