ფეხბურთი

21:21 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" "გაგრასთან" მარცხს გადაურჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რაც შეიძლება სეზონის ბოლოს ძვირად დაუჯდეს.

ლევან კორღალიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე „გაგრას“ ვერ მოუგო. სტუმრები მეხუთე წუთზე გიორგი ხარებაშვილის გოლით დაწინაურდნენ და ძალიან ახლოსაც იყვნენ მოგებასთან.

„გაგრა“ უპირატესობას 97-ე წუთამდე ინარჩუნებდა, სანამ ირაკლი სიხარულიძე გაათანაბრებდა ანგარიშს, რომელმაც თბილისელებს ქულა გადაურჩინა.

„იბერია“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 25 ქულით მერვეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს.

0.123863