ფეხბურთი

20:58 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მალიორკას" ფანს ვინისიუსის რასისტული შეურაცხყოფისთვის 1 წლით პატიმრობა შეუფარდეს

„მალიორკას“ გულშემატკივარს ერთი წლით პატიმრობა შეუფარდეს ვინისიუსის სა და სამუელ ჩუკვუეზესთვის რასისტული შეურაცხყოფის გამო. ინფორმაცია „რეალის“ ვებგვერდმა გაავრცელა.

2023 წლის 5 თებერვალს, „მალიორკა“ – „რეალის“ მატჩის დროს გულშემატკივარმა ვინისიუსს მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო მანამდე სამეულ ჩუკვუეზეს, რომელიც ახლა „მილანში“ თამაშობდა, მაგრამ იმხანად „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, „მალიორკას“ ფანს 3 წლით ესპანეთში სტადიონზე მატჩებზე დასწრებაც აეკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108716