კალათბურთი

20:01 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დერიკ როუზმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა კალათბურთელმა დერიკ როუზმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალურად გამოაცხადა.

როუზმა სპორტიდან წასვლა 35 წლის ასაკში გადაწყვიტა. დერიკი კარიერის განმავლობაში „ჩიკაგოს“, „ნიუ იორკის“, „კლივლენდის“, „მინესოტას“, „დეტროიტის“ და „მემფისის“ ღირსებას იცავდა.

ის სამჯერაა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე, 2011 წელს კი, ლიგის MVP გახდა.

აშშ-ს ნაკრების რიგებში დერიკ როუზი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია 201 და 2014 წლებში.

0.115152