საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტური „სამტრედიას“ და „თელავის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
37-ე წუთზე კახელები ფირუზ მარაქველიძის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 6 წუთში დავით უბილავამ გაათანაბრა. მეორე ნახევრის სტარტზე რატი არდაზიშვილმა იმერლები წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
„სამტრედია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ 24 ქულა აქვს და წინ ‘ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.