ფეხბურთი

16:54 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

Transfermarkt-ზე ბუდუ ზივზივაძის ღირებულება გაორმაგდა

საქართველოს ნაკრების და „კარლსრუეს“ თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით გაძვირდა.

30 წლის ფეხბურთელი აქამდე 900 000 ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი, 1.8 მილიონი ევრო ღირს, ასე რომ მისი ფასი გაორმაგდა.

ბუდუ „კარლსრუეში“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, საქართველოში მე-13-ეა, II ბუნდესლიგაში 63-ე, ფორვარდებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 678-ე და 1994 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 294-ე.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე ზივზივაძის ღირებულება ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

0.115159