„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის „ლივერპულთან“ (1:5) მატჩის შედეგები შეაჯამა.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ამას ვერ გეტყვით, თუ მხოლოდ ანგარიშს დააკვირდებით. ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან ბევრი შანსი გვქონდა. საკმარისი მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ათი კაცი რომ დავრჩით, ბევრად გართულდა საქმე, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. ინგლისის ლიგის თასიდან გამოვვარდით, ახლა უფრო მნიშვნელოვან ტურნირებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - მაგალითად, პრემიერლიგაზე“, - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს „ვესტ ჰემის“ ოფიციალური საიტი.