„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ გუნდის ევროტურნირებზე დაბრუნების ემოციები გააზიარა. დღეს, 26 სექტემბერს, ინგლისური კლუბი ევროპა ლიგის პირველი ტურის მატჩში აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ ითამაშებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ იქ დავბრუნდით და აღფრთოვანებული ვარ, რომ ევროთასებზე კვლავ ვიღებთ მონაწილეობას. შარშანაც ვთქვი, რომ ეს იყო ნამდვილი ხარვეზი ჩვენს კალენდარში, რომელიც არ დაგვეხმარა რეგულარული ფეხბურთის თამაშში წლის გარკვეულ დროს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ იჯდე და უყურებდე სხვა გუნდების ევროთამაშებს. ამიტომ ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანია ევროპულ შეჯიბრებებში დაბრუნება“, - ციტირებს პოსტეკოღლუს სიტყვებს „ტოტენჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.