ფეხბურთი

11:50 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები გადაჭარბებულ თავდაჯერებულობაში დაადანაშაულა

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თავის ფეხბურთელებს ზედმეტად თავდაჯერებულები უწოდა „ტვენტესთან" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 1-ლი ტურის მატჩში ფრის (1:1) შემდეგ.

„ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და როცა ამბიცია გაქვს, უნდა გამოხვიდე მინდორზე და დაამტკიცო რა შგიძლია. განსაკუთრებით დღეს, მეორე ტაიმში. ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით და თამაში არ დავასრულეთ ისე, როგორც საჭირო იყო.

თუმცა, ვფიქრობ, ამ გუნდს ძალიან კარგი მენტალიტეტი აქვს, ბევრ მატჩში მინახავს, ​​რამდენად მაღალია ჩვენი მუშაობის ხარისხი“, - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს The Guardian.

მომდევნო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პორტუს“ დაუპირისპირდება. მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება.

0.122398