ფეხბურთი

0:20 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ჯეკ პორტერი "არსენალის" რეკორდსმენი გახდა

ლონდონის „არსენალის“ მეკარე ჯეკ პორტერი კლუბის ისტორიაში შევიდა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე „მეთოფეთა“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილა.

16 წლისა და 72 დღის ასაკში პორტერმა „არსენალის“ კარი ინგლისის ლიგის თასზე „ბოლტონის“ წინააღმდეგ დაიცვა.

ზოგადად, „არსენალის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ეთან ნვანერი გახლავთ, რომელმაც 2022 წლის 18 სექტემბერს, 15 წლის, 5 თვისა და 28 დღის ასაკში შეცვლაზე ითამაშა ფაბიო ვიეირას ნაცვლად. სხვათა შორის, ნვანერიც ძიირთადში იყო „ბოლტონთან“ და დუბლი შეასრულა.

თუმცა, ის არის ზოგადად, ყველაზე ახალგაზრდა, ვისაც „არსენალში“ უთამაშია, მათ შორის, შეცვლაზე, ხოლო პორტერი, როგორც ვთქვით, ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა.

0.130148