ფეხბურთი

23:33 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "გაიხსენეთ გასული სეზონი, მიქაუტაძე გოლების გატანას დაიწყებს"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძის და ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ ისაუბრა.

ევროპა ლიგის პირველ ტურში „ოლიმპიაკოსთან“ მატჩამდე „ლიონის“ თავკაცმა მათ მშრალ სერიაზე გააკეთა კომენტარი:

„ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ათამაშდებიან, რაც მალე მით უკეთესი. გუნდისთვის მთავარი შედეგია, მთავარია გუნდი და არა ფეხბურთელი. ვიცით, რომ მათ გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ გაიხსენეთ მათი შარშანდელი მატჩები, ეს უკვე მოხდა: ხუთ შეხვედრაში ვერ გაიტანეს და შემდეგ 15 მატჩში გაიტანეს“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ 26 სექტემბერს ითამაშებს.

0.118415