ფეხბურთი

22:03 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" დირექტორი: "ვფიქრობთ, დავიმატოთ თუ არა საზონოვის შემცვლელი"

„ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა რობერტო ჯემიმ იტალიურ მედიასთან საბა საზონოვის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა და ქართველ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ ამ ტრავმის შემდეგ. საბას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია თუ არა თავისუფალი აგენტის მოყვანა, თუნდაც ეს რთული იყოს“, - თქვა ჯემიმ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდეს. ქართველი მცველი „ემპოლის“ „ტორინოდან“ იჯარით შეუერთდა, მაგრამ ვარჯიშზე დაშავდა და არ უთამაშია.

0.10944