ფეხბურთი

16:48 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი "ბარსელონაში" თამაშზე თანახმაა

„ბარსელონა“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ მეკარეს ეძებს და ვოიცეხ შჩენისთან შეთანხმებასთან ახლოსაა.

პოლონელმა მეკარემ ცოტა ხნის წინ კარიერა დაასრულა, მაგრამ ფეხბურთს შეიძლება დაუბრუნდეს და ტერ შტეგენი შეცვალოს. თუმცა, ერთი პრობლემაა:

როდესაც შჩესნიმ „იუვესთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მიაღწია შეთანხმებას, 2 მილიონი ევროს ხელფასი მიიღო მისი ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის, ხოლო 2 მილიონი ევრო მომდევნო სეზონში უნდა მიიღოს. პოლონელი თუ ამ ორ მილიონზე უარს იტყვის, მაშინ „ბარსასთან“ კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ აქვს სხვა კლუბში კარიერის განახლების უფლება.

შჩესნიმ „ბარსელონაში“ გადასვლასთან გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა: „უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ტერ შტეგენი მალე გამოჯანმრთელდება. ის მეგობარი და დიდი მეკარეა. საუკეთესოს ვუსურვებ. ეს არის ერთადერთი, რის შესახებაც კომენტარის გაკეთება შემიძლია“.

ესპანური მედია იმასაც წერს, რომ პოლონელმა უკვე განაცხადა თანხმობა "ბლაუგრანაში" თამაშზე. შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნის „არსენალში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.

0.136069