ფეხბურთი

15:51 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე სამი კვირა ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე ტრავმირებულია და უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს.

ფრანგმა დაზიანება „ალავესთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. კილიანს „ატლეტიკოსთან“, „ლილთან“, „ვილიარეალსა“ და „სელტასთან“ მატჩები გაუცდება. გარდა ამისა, სანაკრებო პაუზასაც გამოტოვებაა.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11706