ფეხბურთი

14:24 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" ოსიმენის დარწმუნებას ცდილობს მისი გამოსყიდვის შესახებ

სტამბოლის „გალათასარაის“ ხელმძღვანელობა ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებაზე მუშაობს იწყებს.

როგორც თურქული გამოცემა fanatik-ი იტყობინება, სტამბოლელები ცდილობენ ნიგერიელი ფორვარდი დაარწმუნონ, რომ „გალათასარაიში“ მომდევნო სეზონშიც დარჩეს და მის გამოსყიდვას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ოსიმენს ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ, სადაც დუშან ვლაჰოვიჩის თამაშით უკმაყოფილო არიან.

ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა, მან დღემდე თურქულ კლუბში ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორი საგოლე პასი მიითვალა.

0.114315