ფეხბურთი

10:03 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტის რეკორდი და "რეალის" ერთწლიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში

მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში ზუსტად ერთი წელია თამაში არ წაუგია, კარლო ანჩელოტიმ კი რეკორდი დაამყარა.

იტალიელი სპეციალისტი პირველი მწვრთნელია ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 39 მატჩი არ წააგო. „სამეფო კლუბი“ ლა ლიგაში ერთი წლის წინ, 2023 წლის 24 სექტემბერს, „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, მას შემდეგ კი, 39 მატჩიდან 29 მოიგო და 10-ჯერ ფრეს დასჯერდა.

გარდა ამისა, ანჩელოტიმ „რეალს“ ყველა ტურნირის ჩათვლით მე-300 შეხვედრაში უხელმძღვანელა (216 მოგება, 45 ფრე, 39 წაგება) და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში მიგელ მუნიოსის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მუნიოსი პირველ ადგილზე ძალიან დამაჯერებლადაა - 605 თამაში (357 მოგება, 128 ფრე, 120 წაგება).

„რეალს“ მიმდინარე სეზონში შვიდ ტურში 17 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115442