ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ალავესი“ 3:2 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო, რადგან ლუკას ვასკესის გოლით პირველივე წუთიდან დაწინაურდა, რასაც კილიან მბაპეს გოლი მოჰყვა. მეორე ნახევრის დასაწყისში როდრიგომ სხვაობა სამამდე გაზარდა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
თუმცა, „ალავესმა“ 86-ე წუთისთვის სიტუაცია დაძაბა, როცა ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ სტუმრებს მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
„რეალი“ ლა ლიგაში 7 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება.
„რეალი“ – „ალავესი“ 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ლუკასი (1), 2:0 მბაპე (40), 3:0 როდრიგო (48), 3:1 ბენავიდესი (85), 3:2 გარსია (86)