ფეხბურთი

22:32 | 24.09.2024 | ნანახია 3657 - ჯერ

"კრემონეზე" იტალიის თასს გამოეთიშა, ლოჩოშვილმა გუნდს უკაპიტნა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „კრემონეზე“ „კალიარის“ ესტუმრა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარდინიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე ჯანლუკა ლაპადულას გოლით 1:0 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდებიან.

ლუკა ლოჩოშვილმა, რომელსაც სერია B-ში დისკვალიფიკაცია აქვს, შეუცვლელად ითამაშა და აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06234
3657