ფეხბურთი

21:18 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ ჰოვარდი: "გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ევერტონის“ ყოფილმა მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა.

ამერიკელის აზრით, ყველა ცდილობს გვარდიოლას მიბაძოს და გუნდები მის სტილში ათამაშონ, რაც შეუძლებელია:

„პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი ყველანაირად გაანადგურა. მან ყველას დააჯერა, რომ ნებისმიერს შეუძლია ლამაზი ფეხბურთის თამაში, რეალობა კი ისაა, რომ ყველა გუნდს არ აქვს ამის უნარი. ამ სტილით ეფექტურად თამაში მხოლოდ ორ-სამ გუნდს შეუძლია. ჩემი თაობა რომ გავიხსენო, ჩვენ ლურსმანივით ხისტი ფეხბურთელები ვიყავით და კონკურენცია შეგვეძლო, გვყავდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც მატჩებს მარტო იგებდნენ“, - თქვა ჰოვარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11177