ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდმა მესამე ლიგის ბინადარი „ბელუშა“ 6:1 გაანადგურა, ხოლო კაშიას აქტივშია მეოთხე გოლია, როცა 59-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა. ქართველი დუბლთანაც ახლოს იყო, მაგრამ 81-ე წუთზე მისი თავური მეკარემ მოიგერია. გოლი მაინც გავიდა, გურამის დარტყმას თანაგუნდელმა ცარიელ კარში დაამატა.
აქვე გეტყვით, რომ „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა, ხოლო კაშიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 15 თამაში და 1 გოლია.