ფეხბურთი

19:00 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მინდა, მწვრთნელი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიყო"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, კარიერის დასრულებას არ აპირებს.

„არ ვიცი როდის დადგება ეს დღე. მომწონს ეს საქმე, დაღლილობა, რომელსაც ვგრძნობ, ვერ შეედრება ფეხბურთელების დაღლილობას, მაგრამ ესეც დამღლელია. დიახ, მართალია, არსებობს ზეწოლა და პასუხისმგებლობა, მაგრამ მომწონს. ამ დროისთვის ვაგრძელებ მუშაობას და მსურს ამ პროფესიაში მრავალი წელი დავრჩე“, - თქვა ანჩელოტიმ.

აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118777