ფეხბურთი

18:17 | 24.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

Marca: ვინისიუსს აცნობეს, რომ წელს ოქროს ბურთს გადასცემენ

ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ ოქროს ბურთს წელს მადრიდის „რეალის“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ვინისიუსი მოიგებს.

France Football-მა გამარჯვებული 28 ოქტომბერს უნდა დაასახელოს, მაგრამ ესპანური გაზეთის ინფორმაციით, ვინისიუსს უკვე აცნობეს, რომ გამარჯვებულია და შესაბამისად, ჯილდოს მიიღებს. ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.

ვინისიუსმა გასულ სეზონში 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მიმდინარე სეზონში თავი ამ დროისთვის 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:04 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!

23:10 | 29.06.2024
Bachana705 (373)

კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.

11:55 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))

22:58 | 29.06.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))

0.067447