ენცო ზიდანმა, საფრანგთის ნაკრებისა და და მადრიდის „რეალის" ყოფილი ვარსკვლავის ზინედინ ზიდანის უფროსმა ვაჟმა, პროფესიონალური სათამაშო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ესპანური ონლაინ გამოცემა AS წერს.
წყაროს ცნობით, ზიდანი გეგმავს ყურადღება გაამახვილოს ოჯახზე ზრუნვაზე და საინვესტიციო საქმიანობაზე. ენცო მადრიდის „რეალის“ სტრუქტურაში 10 წლის ასაკში შევიდა და კლუბის ყველა ეტაპი გაიარა. 2016 წლის 16 აგვისტოს უმცროსი ზიდანის დებიუტი შედგა მადრიდელთა მთავარ გუნდში.
29 წლის ფრანგმა ასევე მოახერხა „ალავესში,“ „ლოზანაში,“ „ალმერიაში,“ ფრანგულ „როდეზსა“ და ესპანურ „ფუენლაბრადაში“ თამაში.