ფეხბურთი

2:06 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის "გრანადას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

„გრანადას“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ანდალუსიური კლუბი ფრან ესკრიბას ჩააბარეს.

59 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა გილერმო აბასკალი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ესკრიბა ბოლოს „სარაგოსაში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ელჩეს“, „ხეტაფეს“, „ვილიარეალის“ და „სელტას“ მწვრთნელი იყო, ასევე უმუშავია „ვალენსიაში“, „ბენფიკასა“ და „ატლეტიკოში“, მაგრამ მწვრთნელის ასისტენტად.

„გრანადამ“, რომლის მიზანი ლა ლიგაში გადასვლაა, სეზონი ცუდად დაიწყო და ექვს ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა.

0.126072