იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის მატჩი ბერგამოს „ატალანტასა“ და „კომოს“ შორის გადაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა საკმაო ხანს მოიცადეს, ბერგამოში ძლიერი წვიმა არ შეწყდა, მოედნის მდგომარეობა კი თამაშის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამიტომაც თამაში გადაიდო.
უკვე ცნობილია, რომ „ატალანტა“ – „კომოს“ მატჩი სამშაბათს გაიმართება.