რაგბი

19:40 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 17:24 აია

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ‘აიამ’, „ავჭალაზე“ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 24:17 სძლია და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო. დებიუტში ‘ყაზბეგს’ ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა მე-7 წუთზე მაინც დაწინაურდა. აგორებულ მოლს გელა მახარაშვილი მოწყდა და ლელო გაიტანა, ხოლო დავით იმნაძემ გარდასახვა შეასრულა. ‘აიამ’ მოლით და საბა ხონელიძის ლელოთი 4 წუთში უპასუხა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

ტაიმის შუაში ბაბუნაშვილმა და იმნაძემ ჯარიმები გაცვალეს. 31-ე წუთზე ბაბუნაშვილმა ფეხით ბურთი მარცხენა ფრთაზე იდეალურად გადაკიდა, მას ემზარ მინდიაშვილი დაეუფლა და ლამაზი ლელო გაიტანა. გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს კარგი შეტევით ‘ყაზბეგმა’ უპასუხა და დავით ლაზვიაშვილმა ძალისმიერი ლელო გაიტანა. იმნაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა – 17:17.

მეორე ტაიმი ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და 46-ე წუთზე მესამედ დაწინაურდა. საბა ერემეიშვილმა 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი დაასრულა და ბაბუნაშვილმა გარდასახა. ‘ყაზბეგი’ გააქტიურდა, ‘აია’ 6 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა. ყვითელი ბარათი 57-ე წუთზე გიორგი ქიმუცაძემ, ხოლო 61-ეზე გიორგი ფრუიძემ მიიღო, მაგრამ ქუთაისელებმა შეძლეს თავის დაცვა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება – 24:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბაბუნაშვილი გახდა. ‘აია’ სატურნირო ცხრილს 13 ქულით ლიდერობს, ხოლო ‘ყაზბეგი’ 9 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

0.11958