ფეხბურთი

19:03 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელია და ლუკაკუ სასტუმროში დარჩნენ, "იუვენტუსთან" მოედანზე არ იყვნენ"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ „იუვენტუსთან“ ჩატარებული მატჩისთვის ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.

მან ირონიულად თქვა, რომ ორივეს თამაში სხვა დროს ეგონა და სასტუმროში დარჩნენ...

„ლუკაკუ და კვარა დარწმუნებული იყვნენ, რომ მატჩი 20:30 საათზე იწყებოდა და ორივე სასტუმროში დარჩნენ. ჩემი ეჭვი ერთია: ეს ფეხბურთელები შეძლებენ კარგად თამაშს დიდი გუნდების წინააღმდეგაც თუ მხოლოდ პატარა გუნდების წინააღმდეგ? ისინი მოედანზე არ ჩანდნენ. იგივეს თქმა შემიძლია ვლაჰოვიჩზე თუ „იუვენტუსს“ შევხედავთ“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო კვარაცხელია და ლუკაკუ ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე შეცვალა.

0.106236